ბერძნული სიტყვა "მარტვილი" (martys), ისევე როგორც მისი ძველი ქართული შესატყვისი "მოწამე"_- აღნიშნავდა არაფერს სხვას, თუ არა "მოწმეს', რომელიც ადასტურებს და მოწმობს იმას რაც უნახავს, ამიტომ დანამდვილებით იცის.
ქრისტიანულ ლიტერატურაში ეს სიტყვები თავდაპირვეად სწორედ ამ მნიშვნელობით ჩნდება.
მოციქულები იყვნენ მოწმეები (მოწამეები) იმ ყველაფრის , რაც მათ იხილეს ქრისტეს ამ ქვეყნიური ცხოვრებიდან და ისწავლეს მისი სწავლებებისგან. ისინი მზად იყვნენ ყოველივე ეს დაემოწმებინათ "იერუსალემში, მთელ იუდეაში და სამარიაში და ქვეყნიერების კიდემდე"(საქმ.1:8).
სწორედ ეს ტერმინი გამოიყენა პეტრე მოციქულმა თავის მიმართვაში, როდესაც დადგა საკითხი, იუდას შემცვლელი მოციქულის არჩევისა და გამოიყენა ამ აღნიშნული მნიშვნელობით, იუდას შემცვლელი მათთან ერთად უნდა ყოფილიყო მ ო წ მ ე ქრისტეს აღდგომისა.
თავის ამ პირველ საჯარო გამოსვლაში პეტრე თავის ტავსა და დანარცენ მოფაფეებს მ ო წ ა მ ე ე ბ ს უწოდებს (მოწმეებს), რომლებმაც იხილეს მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე.
თავის პირველ ეპისტოლეში პეტრე თავის თავს მოიხსენიებს როგორც " ქრისტეს ვნებათა მოწმეს"(1 პეტრე 5:1).
ამ ადრეულ მაგალითებში უკვე ჩანს ამ სიტყვისთვის დამახასიათებელი ქრისტიანული მნიშვნელობა. ქრისტეს მოწაფეები უბრალოდ მოწმეები არ იყვნენ, ისინი ყოველდრიურად იდგნენ საფრთხის წინაშე.
წმინდა სტეფანე ის ადამიანი იყო , რომელმაც ქრისტიანობის ისტორიაში პირველმა საკუტარი სისხლით დაბეჭდა თავისი მოწმობა; მისი მოწამეობის ამბავს ვხვდებით წიგნში :-"საქმე მოციქულთა" , სადაც მისი სიკვდილით დასჯაა აღწერილი.
თითოეულმა ქრისტეს მოწაფეთაგანმა თავისი მოწმობისათვის მიიღო მკაცრი სასჯელი ამა თუ იმ სახით.მათი უმეტესობა სიკვდილით დასაჯეს.
ასე, რომ უკვე მოციქულთა ხანასი ტერმინი "მოწამე" იმ მოწმეს აღნიშნავდა, რომელსაც ნებისმიერ დროს დააძალებდნენ თავისი მოწამეობის უარყოფას და წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილით დასჯიდნენ.
აქედან გამომდინარე ადვილი გასაგებია ტერმინმა "მოწამე" და "წამება" (დამოწმება) , როგორ შეიძინა თავისი საბოლოო მნიშვნელობა, რომლითაც ის გამოიყენება ძველთაგანვე ქრისტიანულ ლიტერატურაში.
მოწამე , ანუ ქრისტეს მოწმე არის ის, რომელსაც შესაძლოა , ქრისტე თვალითაც არ უნახავს, მაგრამ მასში იმდენად ღრმადაა რწმენა ქრისტესი , რომ ურჩევნია მოკვდეს, ვიდრე უარყოს იგი.
პირველი საუკუნის ბოლოს წმინდა იოანე მახარებელი სწორედ ამ მნიშვნელობით იყენებს სიტყვას "მარტვილი". იგი საუბრობს წარმართობიდან მოქცეულ ანტიპაზე, რომელიც არის ქრისტეს მართალმოწამე, და რომელიც მოკლული იქნა, ასევე საუბრობს მოკლულთა სულებზე " რომლებიც მოკლეს ღვთის სიტყვისა და მოწმობისთვის".
მოწამეობის ხანა 2 საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა, მე-4 საუკუნის დასაწყისში , 313 წელს იმპერატორმა კონსტანტინემ ქრისტიანობის კანონიერება გამოაცხადა. მოგვიანებით რომმაც მიიღო ქრისტიანობა.
როცა ქრისტიანობის მასობრივი დევნა ე.წ . მოწამეობა შეწყდა ქრისტიანობისთვის დადგა საკითხი, სხვაგვარად გამოეხატათ სწრაფვა ქრისტიანული სრულყოფილებისაკენ, ზოგმა მატგანმა უარი თქვა ამ ქვეყანაზე და განდეგილობის გზას შეუდგა სახარებისეული მოწოდებების ზედმიწევნით აღსრულებისათვის.
მე-4 საუკუნემდე აღინისნებოდა ასკეტური ცხოვრებისადმი განსაკუთრებული სწრაფვა ქრისტიანულ ეკლესიაში, როგორც ღვთისადმი სიყვარულის უმაღლესი გამოვლინება.
ასკეტური მსახურება მიიჩნეოდა, როგორც ყოველდღიური მოწამეობა, ასე გაჩნდა სულიერი მოწამეობის იდეა.
ეს აზრი ყოველტვის ცოცხლობს ეკლესიასი და მას ქართულ ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურაშიც ვხვდებით.
გიორგი მერჩულე წმინდა გრიგოლის და მის ძმათა ღვაწლის შესახებ წერს:
"დღითი-დღე მრავლდებოდნენ ძმები, რადგან ემატებოდა უფალს მეთერთმეტე საათის მუსები ჭეშმარიტი ვენახის დასამუშავებლად და ისინი პირველ მართალთა თანაზიარნი და წმინდა მოწამეთა მონაწილენი ხდებოდნენ, რადგან მონაზნობის ღვაწლში წმინდა მოწამეების მსგავსად, და მატზე მეტად,- მხნეობდნენ, რადგან მარტვილები მარტოოდენ ერთ დროს ეწამნენ ქრისტეს სახელისთვის, როგორც ამბობს დავითი : " შენთვის ვიხოცებით ჩვენ ყოველდღე", და პავლე ამბობს -"მე ყოველდღე ქრისტესტვის ვკვდები".


No comments:
Post a Comment